Google-მა საძიებო სისტემაში ახალი ტექნოლოგია დანერგა

კომპანია Google-ი თავის ბლოგზე წერს, რომ საძიებო მოთხოვნების ანალიზში ხელოვნულ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი მეთოდი დანერგა.

ტექნოლოგია, რომლის სახელწოდებაა BERT-ი, საძიებო ველში ჩაწერილ არა მხოლოდ მთავარ, არამედ დამხმარე სიტყვებსაც (მაგალითად, წინდებულებს) გაანალიზებს. ეს კი მომხმარებლებს უფრო ზუსტ შედეგებს მისცემს.

Google-მა BERT-ს ბოლო 5 წლის განმავლობაში და ასევე საძიებო სისტემის ისტორიაში ყველაზე „დიდი გარღვევა“ უწოდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე ახალი ტექნოლოგია მხოლოდ ინგლისური ენისთვისაა გათვალისწინებული, თუმცა მომავალში ალგორითმი სხვა ენების ამოცნობასაც დაიწყებს.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button