გახარია პროკურატურის თანამშრომელზე: სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის ყველა შემთხვევა, სადაც კანონს ვარღვევთ, გამოძიებული უნდა იყოს

“ყველა ის შემთხვევა, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონს ვარღვევთ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერმა დასძინა, რომ საკითხის გაეცნობა.

„პირველ რიგში,რასაც გავაკეთებ, დაველოდები პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ის თუ სიმართლეა, რაც თქვენ ბრძანეთ, არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტება“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც პროკურატურაში სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის და სხვა ტიპის პრობლემები არსებობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button