გახარია ატოცში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესს გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, ის ვრცელ განცხადებას სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გააკეთებს.

„წყნარად, მშვიდად. ინფორმაცია გვექნება და გიპასუხებთ. დღეს, მთელი დღე ვართ გორში და კიდევ შევხვდებით. გავერკვევით და გიპასუხებთ”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ლითონის ბადეები მიიტანეს. 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button