მთავარიმსოფლიო„ამერიკული სანქციების არ გვეშინია“ –ერდოღანმა აშშ-ის მოწოდებას კატეგორიული უარით უპასუხა

„ამერიკული სანქციების არ გვეშინია“ –ერდოღანმა აშშ-ის მოწოდებას კატეგორიული უარით უპასუხა

თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ის მოწოდებას სირიის ჩრდილოეთით ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტის შესახებ კატეგორიული უარით უპასუხა.

“ჩვენ ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არასდროს გამოვაცხადებთ, სამხედრო ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ თურქეთი საბოლოო მიზანს არ მიაღწევს”. ისინი ჩვენზე ზეწოლას ახდენენ ოპერაციის შესაჩერებლად. ისინი გვიწესებენ სანქციებს. ჩვენი მიზანი ნათელია. ჩვენ არ გვეშინია სანქციების” –  განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება სულ ცოტა 160 000 ადამიანს მოუწია. მომხდარის გამო თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.

პოპულარული სიახლეები