წულუკიანი შეწყალების საქმეზე: მე რომ პრეზიდენტი ვიყო, პროკურატურას აუცილებლად ვესტუმრებოდი

„მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პრეზიდენტის უწყებაში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოში მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა, დანაშაულის ჩადენას არ ნიშნავს.

„ყველას უნდა გვესმოდეს, მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. როდესაც გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალი კანონმდებლობის მიხედვით არის ისეთი, რომ კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს ჩემი მხოლოდ იუსტიციის მინისტრის პოზიციაა და და იმედი მაქვს ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს“, – აღნიშნა წულუკიანმ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button