კალაძე: ელისაშვილს თუ სურს მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილთან დებატებისთვის დრო არ აქვს. კალაძე სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს თბილისის მერობისთვის ბრძოლის დროს დადებულ პირობას ახსენებს.

„ძალიან დაკავებული ვარ, მთელი დღის განმავლობაში საქმეებში ვართ ჩართული, ამიტომ, იმის დრო ნამდვილად არ გვაქვს, რომ გავერთოთ. როდესაც იყო დებატების საჭიროება, მივიღე ეს გამოწვევა და საზოგადოებას კარგად ახსოვს ალეკო ელისაშვილი იმ დებატებში.

სხვათა შორის, ჩემი ვალი აქვს. თუ დებატებში მიიღებს მონაწილეობას, ფეხბურთს ვეთამაშებიო და მერე დაიმალა. ასე რომ, თუ სურვილი აქვს, მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები“, – განაცხადა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.  

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button