ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა

.ბოლნისის სოფელ ტალავერში მამაკაცმა მეუღლე მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.

გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

შშს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინფორმაცის პირველი არხი ავრცელებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button