საბერძნეთში მიგრანტების ბანაკში შეტაკება მოხდა

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მიგრანტების ბანაკში შეტაკება მოხდა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, კონფლიქტში სირიელი და ავღანელი მიგრანტები მონაწილეობდნენ.

მთავრობის ცნობით, სულ მცირე 3 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს, 8 კი სუნთქვის გართულების გამო საავადამყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ დაპირისპირებაში მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლდენი გაზი გამოიყენა, რომლებმაც არეულობის დროს ბანაკში ხანძარი გააჩინეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button