კალაძე-ტაქსის მძღოლები მერიისგან სალონის ქიმწმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

A კატეგორიის ტაქსის მძღოლები მერიისგან ქიმიური წმენდის ვაუჩერებს უსასყიდლოდ მიღებენ. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მძღოლი, ვინც ამ ვაუჩერით ისარგებლებს, დამატებით ავტომობილის მოსავლელი საშუალებების შესაძენად 20%-იან ფასდაკლების ბარათებს მიიღებს. იმ სერვის-ცენტრების მისამართს, სადაც ტაქსის მძღოლებს მოემსახურებიან, მძღოლები სმს-ის მეშვეობით მიიღებენ.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტაქსების შიდა სისუფთავეზე მკაცრი კონტროლი დაწესდება. ამის მიზანი კი მგზავრების კომფორტის გაზრდაა. პროგრამა 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button