აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა

სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. სიაში თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მოხვდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდათ თურქეთის თავდაცვის, შს და ენერგეტის მინისტრებს. მანამდე დონალდ ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დეტალები განმარტა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ვვაშინგტონი გეგმავს თურქეთიდან შემოსულ ფოლადზე ტარიფი 50%-მდე გაზარდოს. მისივე თქმით, თურქეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყდება. მომავალში კი შეზღუდვები შესაძლოა ფინანსურ სექტორსა და ვიზის გაცემასაც შეეხოს.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, ტრამპი თურქ კოლეგას ტელეფონით უკვე ესაუბრა და სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერება მოსთხოვა.

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარის ინფორმაციით, ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე სამხედროებმა 525 ქურთი ტერორისტი გაანეიტრალეს. პარალელურად აშშ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთარი ჯარის გასაყვანად ემზადება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button