ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავღანეთის ჩრდილოეთში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთის არმიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ტელეარხი TOLOnews-ი ავრცელებს.

მისი ცნობით, ინციდენტი ბალხის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ მაზარი-შარიფის მახლობადჰაირატანის რაიონში მოხდა.

ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა. გარდაცვლილთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე სამხედროები არ ადასტურებენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button