სტიქია იაპონიაში – ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა (ფოტო)

იაპონიაში, ტაიფუნ “ჰაგიბისის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ kyodonews.jp იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის დროს კიდევ 189 ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ხოლო 17 მოქალაქე დაკარგულად ითვლება.

მედიის ცნობით, 136 ათასი სახლი წყლის, ხოლო 4.300 ელექტოენერგიის გარეშე რჩება. გარდა ამისა, უწყვეტმა წვიმამ ათობით მდინარის ადიდება და მეწყერების ჩამოწოლო გამოიწვია. სტიქიის გამო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლები შეჩერებულია. მანამდე, ხელისუფლებამ 6 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა.

სინოპტიკოსები სტიქიას 1958 წლის ტაიფუნ „იდას“ ადარებენ, რომელმაც 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

BBC-ი იტყობინება, რომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციებში 110 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button