ავტომანქანით 12 წლამდე ბავშვის სავარძლით გადაყვანა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

ავტომანქანით 12 წლამდე ბავშვის გადაყვანასთან დაკავშირებული რეგულაციები შესაძლოა გამკაცრდეს. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

კანონპროექტის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებულ კანონმდებლობას ხარვეზი აქვს. ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, რეგულაციები 2020 წლის ივნისისთვის ამოქმედდება.

„მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი კანონი, როდესაც მშობელს შეუძლია უკანა სავარძელზე იჯდეს, ღვედი ჰქონდეს გადაკრული და ბავშვი ხელში ეჭიროს. გაეროს და ევროკავშირის საერთაშორისო სტანდარტებით მიღებულია, რომ 12 წლამდე ბავშვმა სპეციალური სავარძლით უნდა იმგზავროს.

მოქმედი კანონმდებლობით, ეს სავალდებულოა, თუმცა მეორე პუნქტში წერია გამონაკლისი იმ შემთხვევისთვის, თუ მშობელი ჩაისვამს ბავშვს კალთაში და ღვედს გაიკეთებს. მშობლების 80% სწორედ ამ გამონაკლისით სარგებლობს“, – ამბობს ორგანიზაციის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წევრი ირაკლი იზორია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button