შსს: ხაშურში ქალის მკვლელობაზე დაკავებულზე შემაკავებელი ორდერი არ გაცემულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო  ხაშურში ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრეცლებს. უწყების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ დაკავებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული, სიმართლეს არ შეესაბამება.

„გარდაცვლილის მიმართ შესაძლო ძალადობის თაობაზე 2012 წლის შემდეგ რაიმე მიმართვა/განცხადება პოლიციის დანაყოფებში არ ფიქსირდება. შესაბამისად, პოლიციის მხრიდან არ მომხდარა ძალადობის განმეორების რისკების შეფასება, რომელიც 2018 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ხაშურში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ცხელ კვალზე დააკავეს.

11 ოქტომბერს ხაშურში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი რამდენიმე საათის შემდეგ ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button