ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

წინასასამართლო სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 6 დეკემბერს გაიმართება.

ხაშურში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ცხელ კვალზე დააკავეს.

11 ოქტომბერს ხაშურში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი რამდენიმე საათის შემდეგ ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button