
თელავში ორი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში ორი ადამინიას დაჭრის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 13 ოქტომბერს ღამით, თელავში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.