მთავარისაზოგადოებაერევნიდან სანკტ-პეტერბურგში მიმავალი თვითმფრინავი თბილისში საგანგებოდ დაეშვა

ერევნიდან სანკტ-პეტერბურგში მიმავალი თვითმფრინავი თბილისში საგანგებოდ დაეშვა

თვითმფრინავი, რომელიც ერევანი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, თბილისში საგანგებოდ დაეშვა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

მედია სომხეთის ავიაციის სააგენტოს ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა.

სააგენტოს განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ თვითმფრინავი ერევანში უსაფრთხოდ დაბრუნდა.

პოპულარული სიახლეები