ტაიფუნ „ჰაგიბისის“ გამო იაპონიაში 4 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

ტაიფუნ „ჰაგიბისის“ გამო იაპონიაში 4 მილიონზე მეტი ადამიანის, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოს მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად უკვე დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი. 800 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ტოკიოს აეროპორტი მუშაობას შეაჩერებს. ასევე დედაქალაქში გაჩერდება მეტრო, დაიხურება მაღაზიები, რესტორნები და აფთიაქები.

იაპონიას ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება.  ტაიფუნი იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება და ტოკიოს 13 ოქტომბერს მიაღწევს. სინოპტიკოსების 45 მ/წ სიჩქარის ქარს ვარაუდობენ. 1958 წელს იაპონიაში ტაიფუნი „იდა“ მძვინვარებდა, რომელსაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button