საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა გერმანია დაამარცხა

საქართველოს საწყალოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ინფორმაციით, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში საქართველოს ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა და 9:7 დაამარცხა.

ჯგუფში სამი გუნდია: საქართველო, გერმანია და შვეიცარია. ევროპის ჩემპიონატზე ორი გუნდი გადის. 13 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები შვეიცარიის გუნდს ხვდება.

ევრო 2020 ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო სამ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა: 2014 წელს ბუდაპეშტში მე-12 ადგილი დაიკავა, 2016-ში სერბეთში – მე-14 და 2018 წელს ბარსელონაში – მე-13 ადგილი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button