სამმა ამერიკელმა მოსამართლემ „მწვანე ბარათთან“ დაკავშირებით ტრამპის ინიციატივა დაბლოკა

აშშ-ში სამმა ფედერალურმა მოსამართლემ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, „მწვანე ბარათთან“ დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ბრძანება დაბლოკა. გამოცემა Politico-ს ცნობით, ინიციატივა სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების მიმღები მიგრანტებისთვის „მწვანე ბარათის“ გაცემას კრძალავდა.

პირველ რიგში, საუბარია კვების ტალონებით, უფასო სამედიცინო დახმარებითა და საცხოვრებლის სუბსიდირებით მოსარგებლე მიგრანტებზენიუ-იორკისა და ვაშინგტონის შტატების მოსამართლეთა გადაწყვეტილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს, კალიფორნიის შტატის მოსამართლის გადაწყვეტილება კი მხოლოდ კონკრეტულ შტატსა და ოლქს შეეხება.

24-გვერდიან განმარტებაში ნიუ-იორკის შტატის მოსამართლე ჯორჯ დენიელსი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, „როგორც ჩანს, საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა, როდესაც შეცვალა წესები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფ პირებს ადგენენ“. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ წესებს „არანაირი საფუძველი არ აქვს აშშ-ის მიგრაციული კანონმდებლობის ისტორიაში“.

ერთი კვირის წინ ტრამპმა მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელიც კრძალავს მიგრანტებისთვის ვიზის გაცემას, თუ ისინი ვერ დაამტკიცებენ, რომ საკუთარი მკურნალობის დაფინანსება შეუძლიათ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button