საბერძნეთში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა

თესალონიკში, ლაგადას ტერიტორიაზე  მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავებულია. როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეს ემიგრანტები საბერძნეთში უკანონოდ შემოჰყავდა, რა დროსაც სხვა მანქანას დაეჯახა და ფატალური დაზიანებების შედეგად, ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას georgians-is ავრცელებს

საქართველოს მოქალაქე 33 წლის იყო. მასთან ერთად გარდაიცვალა კიდევ ორი მგზავრი, რომლის გადმოყვანასაც ის ცდილობდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, არცერთ მათგანს არ ჰქონდა საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთები.

ადგილზე საჭირო გახდა მეხანძრეთა მობილიზება, რათა დაშავებულები მანქანიდან გადმოეყვანათ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button