ბოტანიკური ბაღი პურის ფესტივალს მასპინძლობს

თბილისში, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 12-13 ოქტომბერს პურის ფესტივალი ტარდება.

ფესტივალის დროს ხორბლის სალეწი კევრი, ცხავი, მახა და სხვა, ხორბლის მოყვანა-მოხმარებასთან დაკავშირებული ნიმუშები და მარცვლოვანი კულტურის კოლექცია გამოიფინა.

ფესტივალის ფარგლებში ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია წარმოადგინეს.

მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოშია. აქედან 5  სახეობა სხვა არც ერთ ქვეყანაში მოიპოვება.

თბილისში „პურის ფესტივალი“ უკვე მეორედ ტარდება და სტუმრებს ქართული პურის სხვადასხვა სახეობის დაგემოვნების საშუალება ექნებათ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button