ლოს-ანჯელესში ხანძრის გამო 100,000 ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში 1600 ჰა-ზე მეტი ტერიტორია იწვის. ინფორმაციას Businessinsider-ი ავრცელებს.

სტიქიის გამო ქალაქში ცეცხლის კერების სიახლოვეს მცხოვრები 100, 000 ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.  ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ერთი სავაჭრო ობიექტი.

ლოს-ანჯელესის მცხოვრებლები ხანძრის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

 

მაჩვენე მეტი
Back to top button