ერდოღანმა განმარტა, რატომ აქვს თურქეთს სირიაში ოპერაციის ჩატარების უფლება

თურქეთის პრეზიდენტმა ახსნა, თუ რატომ აქვს მის ქვეყანას სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების უფლება. ამის შესახებ Yeni Safak-ი წერს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქული არმია სირიაში ადანის შეთანხმების ფარგლებში იმყოფება. „ამ შეთანხმების თანახმად, თუ რეჟიმი არ მიიღებს ზომებს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ, ჩვენს სამხედროებს ტერორისტების დევნის უფლება აქვთ”- განმარტა თურქეთის პირველმა პირმა.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს სირიაში ანკარის სამხედრო ოპერაციისთვის „მწვანე შუქი“ არ აუნთია.

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. აშშ-მა სირიიდან ჯარის გაყვანა 7 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც თურქეთმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

ქურთებმა ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება „ზურგში დანის ჩარტყმად“ აღიქვეს, თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ქურთები არ მიატოვა და თურქეთს საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button