ეისონ სტეტჰემი გაი რიჩის ახალ ფილმში ითამაშებს

ჯეისონ სტეტჰემი რეჟისორ გაი რიჩის ახალ ფილმში „სიფრთხილე“ მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სურათი 2004 წლის ფრანგული ფილმის „ინკასატორის“ სიუჟეტზე იქნება დაფუძნებული. სტეტჰემი ლოს-ანჯელესის ინკასაციის სამსახურის თანამშრომელ ეიჩს განასახიერებს.

„მოუთმენლად ველი ჯეისონთან მუშაობის შესაძლებლობას, სანამ მუხლება არ უმტყუნა“, – განაცხადა რიჩიმ. მსახიობისთვის და რეჟისორისთვის ეს უკვე მეოთხე ერთობლივი პროექტია. მანამდე მათ ერთად იმუშავეს ფილმებზე „დიდი კუში“, „ბანქო, ფული, ორი ლულა“ და „რევოლვერი“.

ფილმის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button