გახარია: არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალაც მოვემზადები

“ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალაც მოვემზადები,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, ნიშნავს თუ არა ვანო ზარდიაშვილის გაშვება, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება და წმენდა დაიწყო.

პრემიერის მტკიცებით, გუნდი არჩევნებისთვის სისტემატიურად ემზადება.

“ერთხელ ვთქვი და ვიმეორებ, როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას. ეს არის ჩემი პრინციპი, ამ პრინციპით ვმუშაობდი და ამ პრინციპით გავაგრძელებ მუშაობას. ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალაც მოვემზადები’’ – განაცხადა პრემიერმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button