ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტთა გემის ჩაძირვისას დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სულ ცოტა 9 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

უბედური შემთხვევა შუა ღამეს მოხდა და როგორ DW წერს, სამაშველო ოპერაციის დროს 22 ადამიანის გადარჩენა შეძლეს მაშველებმა. უბედური შემთხვევის დროს ნავში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

პირველადი ინფორმაციით კატასტროფის მიზეზი უამინდობა და გემზე მიგრანტების მოულოდნელი, სწრაფი გადაადგილება გახდა. ამასთან, ირკვევა, რომ ნავი მიგრანტებით “გადავსებული იყო”

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button