უმრავლესობა ზარდიაშვილის წასვლას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს

ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას თანაგუნდელები ღირსეულ გადაწყვეტილებად აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ზარდიაშვილმა ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“მან საზოგადოებას აჩვენა, რომ თანამდებობა და სტატუსი არ არის თვითმიზანი, ეს არის მხოლოდ საშუალება, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და საქმე ვაკეთოთ. ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას. ამ გადაწყვეტილებით მან დაამტკიცა, რომ საკუთარ გუნდს და პრინციპებს პატივს სცემს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოსლკის თქმით კი ვანო ზარდიაშვილის მიმართ მმართველ გუნდში არანაირი პრეტენზია არ არის და ის საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა.

“მის მიმართ შავი პიარი მძლავრობდა, შეტევები საკმაოდ ხშირი იყო. ხშირ შემთხვევაში უზნეობასთან სიახლოვეს იყო. ოპონენტების შემოტევაზე გავლენა მოახდინა მისმა ეფექტურმა, პროფესიონალურმა მუშაობამ აუდიტის სამსახურის პერიოდში, სადაც კვალიფიციური დასკვნები დაიდო გადაცდომებზე, რაც იმ ხელისუფლებას ახასიათებდა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით კი “ოცნებიდან” კიდევ ბევრი “ზარდიაშვილია” გასაშვები: “რადგან ბევრნი არიან და მეშინია ვინმე არ გამომრჩეს და ამით ვინმეს არ “ვაწყენინო”, ამიტომ დავარქვი მათ კოლექტიური ზარდიაშვილები“, – თქვა დავით ჭიჭინაძემ. 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button