ტრამპი თურქეთს ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა

თუ თურქეთის ქმედებები საზღვრებს გაცდება, მის ეკონომიკას მთლიანად გავანადგურებ- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„როგორც ადრე ვთქვი, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ თურქეთი გააკეთებს რაიმეს ისეთს, რასაც მე ჩემი დიდი გამოცდილებით ჩავთვლი, საზღვრებს გახდა, სრულად გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას. ევროპელებთან და სხვებთან ერთად, მათ ყურადღება უნდა მიაქციონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დატყვევებულ მებრძოლებს და მათ ოჯახებს. აშშ-მა გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა, მათ შორისაა ისლამური სახალიფოს 100 პროცენტის დაკავება. ახლა დროა, რეგიონის წევრებმა, რომლებსაც უზარმაზარი ქონება აქვთ, რომ დაიცვან თავიანთი ტერიტორია. აშშ დიდებულია“, – წერს დონალდ ტრამპი.

Donald J. Trump

@realDonaldTrump

As I have stated strongly before, and just to reiterate, if Turkey does anything that I, in my great and unmatched wisdom, consider to be off limits, I will totally destroy and obliterate the Economy of Turkey (I’ve done before!). They must, with Europe and others, watch over…

დონალდ ტრამპმა მიღებული გადაწყვეტილება Twitter-ის გვერდზე განმარტა. „დროა გამოვეთიშოთ ამ სასაცილო, დაუსრულებელ ომებს და ჩვენი ჯარისკაცები სახლში დავაბრუნოთ. იქ ვიბრძოლებთ, სადაც ეს ჩვენთვის სასარგებლო იქნება და მხოლოდ გამარჯვებისთვის“, – დაწერა ტრამპმა. 

თურქეთის პრეზიდენტმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ 5 ოქტომბერს განაცხადა. შემდეგ კი საზღვართან დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარის გაყვანა დღეს დაიწყო. ასე ვაშინგტონი თურქეთს დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისთვის გზას უთავისუფლებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button