გლობალური პანდემიის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები დასახელდა

მეცნიერებმა დაასახელეს ქვეყნები, სადაც მოსახლეობა გლობალური პანდემიისგან გამოწვეულ აპოკალიფს შეიძლება გადაურჩეს. ამის შესახებ Science Alert-ი წერს.

ოტაგოს უნივერისტეტის პროფესორი ნიკ უილსონი მიიჩნევს, რომ ბიოტექნოლოგიის სფეროში აღმოჩენებმა შესაძლოა გენეტიკური პანდემია გამოიწვიოს, რაც მთელი კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მისივე თქმით, პანდემიის აპოკალიფსური გავრცელების შემთხვევაში გადარჩემის შანსი შეიძლება ნულამდე შემცირდეს, თუმცა კატასტროფის მომენტში თუ ადამიანი საჭირო ადგილას აღმოჩნდება, ეს გადარჩენის შესაძლებლობებს გაზრდის.

მეცნიერებმა 20 ქვეყნისგან შემდგარი სია შეადგინეს, რომლებიც აპოკალიფსის შემთხვევაში შესაძლოა ყველაზე უსაფრთხო თავშესაფრები გახდეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები ამ შემთხვევაში ავსტრალია, ახალი ზელანდია და ისლანდია იქნებიან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button