ავღანეთში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთში აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

თავდასხმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში მოხდა. ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის კი ერთი ბავშვია.

ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული, თავდასხმის სამიზნე კი არმიის კუთვნული ავტობუსი იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button