”ავსტრალიის ქალაქ მელბურნის მცხოვრებმა,ნაყიდ ყურძენში ნემსის ნატეხი აღმოაჩინა”

ავსტრალიის ქალაქ მელბურნის მცხოვრებმა ხლოი შოუმ სუპერმარკეტში ნაყიდ ყურძენში ნემსის ნატეხი აღმოაჩინა. ამის შესახებ ადგილობრივი News.com.au წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შოუმ თავისი აღმოჩენის შესახებ Facebook-ის გვერდზე დაწერა. მისი პოსტი თითქმის 6 000-ჯერ გააზიარეს. ინციდენტის შესახებ შტატ ვიქტორიას პოლიცია უკვე ინფორმირებულია და გამოძიებას აწარმოებს. სამართალდამცველებთან იმ სუპერმარკეტების ქსელიც თანამშრომლობს, სადაც შოუმ ყურძენი იყიდა.

ქვეყენაში ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე მსგავსი ინციდენტია. 25 აგვისტოს და 23 სექტემბერს მელბურნში ნემსები მარწყვში აღმოაჩინეს.

2018 წლის სექტემბერში ავსტრალიის სუპერმარკეტებში მარწყვში ნემსების და ქინძისთავების აღმოჩენის 186 შემთხვევა დაფიქსირდა. მომხდართან დაკავშირებით მარწყვის ფერმის ზედამხედველი ქალი დააკავეს, რომელიც ახლა პატიმრობაშია და სასამართლოს ელოდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button