ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დომინიკ ტიმმა ATP500 კატეგორიის ტურნირის ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:4, 6:1. შეხვედრა ორ საათს და 13 წუთს გრძელდებოდა. დომინიკ ტიმი 2019 წელს მეოთხე ტიტულის მფლობელი გახდა.
მატჩის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ტიმი ფლობდა ინიციატივას – მან 14 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, ციციპასმა – რვა. ავსტრიელის ანგარიშზე იყო ხუთი ბრეიკი, ბერძენმა სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
შეგახსენებთ, რომ სტეფანოს ციციპასმა პეკინის მეორე წრეში სამ სეტში მოუგო ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი იყო.