პეკინის ტურნირი დომინიკ ტიმმა მოიგო

ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დომინიკ ტიმმა ATP500 კატეგორიის ტურნირის ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:4, 6:1. შეხვედრა ორ საათს და 13 წუთს გრძელდებოდა. დომინიკ ტიმი 2019 წელს მეოთხე ტიტულის მფლობელი გახდა.

მატჩის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ტიმი ფლობდა ინიციატივას – მან 14 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, ციციპასმა – რვა. ავსტრიელის ანგარიშზე იყო ხუთი ბრეიკი, ბერძენმა სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

შეგახსენებთ, რომ სტეფანოს ციციპასმა პეკინის მეორე წრეში სამ სეტში მოუგო ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი იყო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button