„ქართული ოცნების“ დეპუტატს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის ილია ჯიშკარიანის თანამშრომელი მას სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.

„ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გადაწყვიტა, რომ შეეძლო ჩემთან დაემყარებინა აქტი და ჩამეხუტა, კისერში დამიწყო კოცნა… უცებ დავინახე გვერდით ჩემი ტელეფონი, ვიღებ მეთქი ბატონო ილია… დამაგდო ძირს, ტელეფონი დამიფშვნა. როგორ გამოვიქეცი სახლში, არ მახსოვს, ისეთ ისტერიკაში ვიყავი, საკუთარი ხელით გამოვიძახე სასწრაფო, ფსიქოლოგიც კი დამინიშნეს. არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო, ძალიან ცუდად ვარ”, – ყვება საკრებულოს თანამშრომელი.

ბრალდებებთან დაკავშირებით ილია ჯიშკარიანი კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ „შეუძლოდ არის“.

„ნიუ ჰოსპიტალში ვარ და ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს დეპუტატი, ხოლო TV პირველის ჟურნალისტის კითხვას, ადასტურებს თუ არა მის მიმართ არსებულ ბრალდებას, ილია ჯიშკარიანმა არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.

რამდენიმე თვის წინ ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნარინე გინოსიანმა სექსუალურ შევიწროებაში ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი დაადანაშაულა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კი ბრალდებებს ბინძური კამპანია უწოდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button