პრემიერმინისტრი შეწყალების საკითხზე კანონის ცვლილებას ემხრობა

საქრთველოს პრემიერმინისტრი

საქრთველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს, -ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის მიუღებელია როგორც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ასევე, ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება.

„მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას სასჯელიც ნახევარიც კი არ აქვს მოხდილი. რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო და საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტმა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და ეს ცვლილებები უნდა მივიღოთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხს, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებელ პირს გამოძიება დაადგენს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button