პატრულმა სამი „შმაქსი“ დააჯარიმა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციამ „შმაქსის“ სამი მძღოლი დააჯარიმა, ამის შესახენ 1Tv.ge წერს.

უწყების ინფორმაციით, დაჯარიმებული მძღოლებიდან, რომლებსაც მგზავრები საფასურის გადახდის სანაცვლოდ გადაჰყავდათ, ორს ტაქსის ლიცენზია არ გააჩნდა, ერთს კი ტაქსისთვის განკუთვნილ ფერთან შეუსაბამო ავტომობილი ჰყავდა.

„შმაქსი“ ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილა, თუკი გამოჩნდებიან, მიიშმაქსებიან“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნებას.

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრებმა 3 ოქტომბერს კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს და უმუშევრად დარჩენილ  მძღოლებს „შმაქსაობა“ შესთავაზეს.

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „შმაქსი“ დაჯარიმებას ექვემდებარება.

პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდა. ამავე დღეს მერიის რეგულაციის დარღვევისთვის „გირჩის“ ლიდერი 200 ლარით დააჯარიმეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button