ვაშინგტონში ქართული ღვინის დღე ქვევრის გახსნით აღნიშნეს

აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული ღვინის დღე ქვევრის გახსნის ცერემონიით აღნიშნა. ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო წერს.

ქვევრი, რომელიც საელჩოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გადასცა, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში დადგეს. ქვევრთან საინფორმაციო დაფა აღიმართა, რომელიც ქუჩაში გამვლელებს ქართული ღვინის უძველეს კულტურაზე უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის.

სტუმრებს საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიესალმა და მათ საქართველოს უძველესი ღვინის კულტურა გააცნო. კოლუმბიის ოლქში ქართული ღვინის დისტრიბუტორ კომპანიებთან პარტნიორობით კი საელჩომ სტუმრად მოსულ სამასამდე ვაშინგტონელს ქვევრის ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტის დაგემოვნების საშუალება მისცა.

მათივე ინფორმაციით, სტუმრები აღფრთოვანებლები დარჩნენ ქართული ნაციონალური ცეკვით, რამაც საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button