ემიგრანტები ამერიკის ვიზას სამედიცინო დაზღვევის გადახდის გარეშე ვერ მიიღებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ის მიგრანტები, რომლებიც ვერ შეძლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურის გადახდას, ამერიკის ვიზას ვერ მიიღებენ. CBS News წერს, რომ ინფორმაცია ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ბრძანებაში წერია, რომ ამ გადაწყვეტილებით აშშ-ს საავადმყოფოები და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები პაციენტებს მკურნალობას აღარ აუნაზღაურებენ და დაზოგილი თანხით ამერიკელი მოქალაქეები ისარგებლებენ.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ახალი კანონი ძალაში 3 ნოემბერს შევა და მიგრანტმა ქვეყანაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში უნდა შეძლოს იმის დამტკიცება, რომ ჯანდაცვის დაზღვევის საფასურს თავად გადაიხდის.

ცვლილება არ ეხება ქვეყანაში უკვე მყოფ მიგრანტებს და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button