მედია: Apple-ი დამატებით 8 მილიონ iPhone 11-ს დაამზადებს

კორპორაცია Apple-ი iPhone 11-ის წარმოებას 10%-ით ან 8 მილიონი ერთეულით გაზრდის. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Nikkei წერს.

იაპონური გამოცემის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება კომპანიამ iPhone 11-ზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მიიღო. მათივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოთხოვნა iPhone 11-სა და iPhone 11 Pro-ზე ფიქსირდება, ყველაზე ძვირადღირებული მოდელი iPhone 11 Pro Max-ი კი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს.

თუ გამოცემის ინფორმაცია დადასტურდა, ეს iPhone-ის ახალი მოდელების რაოდენობა წინა სერიის სმარტფონების რაოდენობას გადააჭარბებს.

2018 წელს Apple-ის ისტორიაში პირველად iPhone-ის გაყიდვების ვარდნა დაფიქსირდა. iPhone 11 კორპორაცია Apple-მა 10 სექტემბერს წარადგინა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button