
დღეიდან საპარლამენტო კომიტეტებში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება
საპარლამენტო კომიტეტებში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება. მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ახალი ბიუჯეტის პროექტი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ეკონომიკურ წინსვლას ემსახურება.
პარლამენტში პროექტზე მსჯელობა 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.