უკრაინაში სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს

უკრაინაში სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. აყვანისას ძებნილმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. შოთა ჭიჭიაშვილს საქართველოში ადამიანთა გატაცებებისა და შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის გამო 22 წელი ჰქონდა მისჯილი.

სპეცოპერაცია კიევის ოლქის სოფელ ხოტიანოვკაში  ჩატარდა, სადაც პოლიციის ინფორმაციით ჭიჭიაშვილი მას შემდეგ იმალებოდა, რაც 23 სექტემბერს სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა.

კიევის პოლიციის ინფორმაციით, ჭიჭიაშვილს თავდაპირველად დანებება მოსთხოვეს, თუმსა ის არ დაემორჩილა და სამართალდამცავების მისამართით ორი იარაღიდან დაიწყო სროლა, რის საპასუხოდაც მისი ლიკვიდაცია მოხდა.

სპეცოპერაციისას დაიჭრა ორი სპეცრაზმელი.

შოთა ჭიჭიაშვილი 90 იანი წლებიდან 2004 წლის ჩათვლით ყველა გახმაურებულ გატაცებაში მონაწილეობდა და პირადად გეგმავდა, მათ შორის ინგლისელი ბიზნესმენი პიტერ შოუ, ესპანელი ბიზნესმენები, წითელი ჯვრის თანამშრომლები, მას ბრალად ედებოდა პოლიტიკოს პეტრე ცისკარიშვილის გატაცებაც. მოგვიანებით ის საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა სადაც დააკავეს და საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცე. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ კრიმინალურ ავტორიტეტს ბანდიტიზმში, მკვლელობებსა და ადამიანის გატაცებაში დასდეს ბრალი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button