საოპერო მომღერალი ჯესი ნორმანი გარდაიცვალა

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი საოპერო მომღერალი ჯესი ნორმანი გარდაიცვალა. ის 74 წლის იყო. ამის შესახებ BBC წერს.

გავრცელებული ცნობით, ნორმანი ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადამყოფოში დაიღუპა. მიზეზი სეპტიკური შოკი და პოლიორგანული უკმარისობა გახდა. ეს კი თავის მხრივ, ზურგის ტვინის ტრავმის გართულებამ გამოიწვია, რომელიც მომღერალმა 2015 წელს მიიღო.

ჯესი ნორმანის დებიუტი საოპერო სცენაზე 1969 წელს შედგა. ის მსოფლიოს წამყვან საპერო თეატრებში გამოდიოდა. 2006 წელს მას კარიერული მიღწევისთვის გრემი გადასცეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button