16 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ვარკეთილში მეცრხე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დასრულდა.

დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა არასრულწლოვანს ტელეფონი წაართვეს რაც თვითმკვლელობის მიზეზი გახდა.

„მოცემულ საქმეზე სასამართლოს ბრალდების მხარემ წარუდგინა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალდებულებს არასრულწლოვან გ.კ-ს მიმართ ჩადენილი ჰქონდათ განხორციელებული ჯგუფური ძარცვის ფაქტი. სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა დასაბუთებული შუამდგომლობით, თითოეული ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია“, – განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან პროკურორმა ნათია ქამოშვილმა.

16 წლის ბიჭი ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 23 სექტემბერს გადავარდა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button