ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი სრულ იზოლაციაშია

ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პერევის მონაკვეთზე მიმოსვლა მალე აღდგება.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პერევის მონაკვეთზე მიმოსვლა მალე აღდგება. თუმცა, ამ ეტაპზე გადაკეტილია მთავარი, „გამშვები პუნქტი“ ახალგორისკენ, რომელიც მოსახლეობისთვის ძირითადი გზაა. ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ“, – განმარტა ციხელაშვილმა. 

პერევის „გამშვები-პუნქტი“ 19 სექტემბრიდან 4 დღით ჩაიკეტა. დე-ფაქტო მთავრობის რეჟიმი ამას არაღიარებული რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებს.

ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება კი ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. კერძოდ, 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა და ბლოკპოსტის დაშლა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button