რუსთავში 18 წლის გოგო ოპერაციამდე ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა. გეგმური ოპერაციის დაწყებამდე გოგოს ოპერაციისთვის მოსამზადებელი შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რომლის დროსაც გული გაუჩერდა.

გარდაცვლილის მეგობრის თქმით, გოგოს ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემები არ ჰქონია. დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სიკვდილი, სავარაუდოდ, ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button