”ცნობილი სტილისტის რჩევები 2019 წლის თმის მოდურ ვარცხნილობებზე”-მარიანა კირიჩენკო

ფერთა გრადაციებს შეუძლია ტენდენცია კლასიკად აქციონ, ან პირიქით. მიყვარს რისკი, რისკი კარგი საქმეა, თუ ის გამართლებულია.

ადამიანს შევხედავ თუ არა, ზუსტად ერთ წუთში, ჩემს წარმოსახვაში, შემიძლია შევქმნა მისი საუკეთესო სტილი, დავფარო ნაკლი და ხაზი გავუსვა მისი გარეგნობის საუკეთესო მხარეებს.

წელს რატომღაც ძალიან ტრენდულია თმის მოკლე სტილი, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მოკლე ვარცხნილობა სერიოზული განაცხადია, რადგან ის ხაზს უსვამს სახის ნაკვთებს. თმა ქალის სავიზიტო ბარათია, მისი სტატუსის, შესაძლებლობებისა და გემოვნების მაჩვენებელი, ამიტომ ბევრი რამეა დამოკიდებული სტილისტზე, მან უნდა შეძლოს სწორად შეგირჩიოთ იმიჯი. სტილისტობა ერთერთი პოპულარული და აქტუალური პროფესიაა, გამოგიტყდებით და ამავდროულად საკმაოდ შრომატევადი.

-მარიანა, რომელია თქვენი საყვარელი ვარცხნილობა?

– კარე, ეს არის კლასიკა, რომელიც მოდიდან არასდროს გადავა.

-მარიანა, როგორც ვიცი, ხშირად იცვლი სამუშაო ადგილს, ამჟამად სად მოღვაწეობ?

– ეხლა New Stars – ში ვარ, ყაზბეგის 26 ნომერში, ამ სალონზე არჩევანი იმიტომ გავაკეთე, რომ თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, მიყვარს ისეთ კოლეგებთან მუშაობა, რომლებთანაც შემიძლია თამამად დავსვა ჩემი კლიენტები – ფრჩხილზე, წარბზე, ან სხვა რომელიმე სალონურ პროცედურაზე. ზოგადად კოლექტივი ძალიან დიდ როლს თამაშობს, ცუდია, როცა შური და დაპირისპირებაა თანამშრომლებს შორის. New Srats-ში ზუსტად ისეთი გუნდია, სადაც მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

-როგორც ვიცით, არაერთი მოსწავლე გამოგიზრდიათ, ხედავთ რომელიმეში თქვენნაირს სამომავლოდ?

– მე სულ ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს ერთ რაღაცას, წარმატებული სტილისტი უნდა იყოს: კრეატიული კომუნიკაბელური ჰარმონიული კეთილგანწყობილი და მუდამ მომღიმარი ( პრობლემები დღეს ყველას გვაქვს, მაგრამ მათ ვტოვებთ სახლში) კლიენტი ყოველთვის დადებითი ემოციებით უნდა დავმუხტოთ, რომ ჩვენს სავარძელში თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობდეს.

 

 

(NEWSPIUS.GE)

მოამზადა: თიკო შუშანაშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button