იდლიბის პროვინციაში საჰაერო იერიშების გამო საავადმყოფოები მიწის ქვეშ მდებარეობს

სირიაში, იდლიბის პროვინციაში საჰაერო ავიადარტყმების სამიზნე სამედიცინო დაწესებულებებიც იყო, რაც ომის დანაშაულია. მედიკოსები იძულებულები გახდნენ მიწის ქვეშ ჩასულიყვნენ, რათა გადარჩენილიყვნენ. ამ თემასთან დაკავშირებით სიუჟეტი BBC-მ მოამზადა.

როგორც BBC-ის ჟურნალისტი კვენტინ სომერვილი სიუჟეტში ამბობს, ორი კვირის წინ კონკრეტულ ადგილზე ავიადარტყმების სამიზნე საავადმყოფო იყო. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაზე თავდასხმა მართალია ომის დანაშაულია, თუმცა ეფექტური გზაა ირგვლივ მდებარე ტერიტორიის დასაცლელად, რადგან ახლა ყოფილი საავადმყოფოს ნანგრევების ირგვლივ უკვე აღარავინ არის.

BBC-ის ინფორმაციით, აპრილის შემდეგ იდლიბში 40 სამედიცინო დაწესებულება გახდა ავიადარტყმების სამიზნე. თუმცა არსებობს რამდენიმე საავადმყოფო, რომელიც მიწის ქვეშ მდებარეობს, რათა ექიმებმა თავის გადარჩენა და სხვების დახმარება ისევ შეძლონ.

გაერო აცხადებს, რომ სირიის ხელისუფლებისა და რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავები მომაკვდინებელ კამპანიას აწარმოებენ, რომლის სამიზნეც საავადმყოფოები ხდება.

BBC-ის ვიდეოს სანახავად, გადადით ამ ბმულზე. 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button