ადვოკატი: პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პარანოიდული შიზოფრენია აქვს

თბილისში, პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ თქვა და დასძინა, რომ ეს გარემოება თამარ საძაგლიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ადვოკატის განცხადებით, საძაგლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 100 იმ საავადმყოფოდან წამოიღო, სადაც ბრალდებული მკურნალობდა.

მოსამართლემ 30 აგვისტოს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ფსიქიატრიულ-ფსოქოლოგიური ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია.

პეკინის გამზირზე დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოდან 29 აგვისტოს გაწერეს. პოლიციამ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს საღამოს მიაყენეს

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button