ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე Tommy Hilfiger X Zendaya-მ ერთობლივი ნამუშევარი წარმოადგინეს

Tommy Hilfiger-მა და მსახიობმა – ზენდეიამ საერთო ტანსაცმლის ხაზი შექმნეს, რომლის ჩვენება ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კოლაბორაციით შექმნილი 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია მუსიკალური ელემენტებით იყო გაფორმებული.

მსახიობის თქმით, Tommy Hilfiger X Zendaya-ს კოლექცია 70-იანი წლების სტილით იყო შთაგონებული. მოდელებში სჭარბობს ხავერდოვანი და ნათელი ფერები, ასევე ვერცხლისფერი ნაჭრებით შექმნილი ტანისამოსი. შოუზე ასევე ტყავის შარვლები, ფართო ქუდები, მოქსოვილი შარფები და ბეწვის ქურთუკები წარმოადგინეს.

ჩვენებაზე ქენდის სვეინპული, ჟასმინ უაინალდუმი, ვინი ჰარლოუ, სარა სამპაიო, ალანა არინგტონი, ეშლი გრაჰამი და სინდი ბრუნა გამოვიდნენ.

ნიუ-იორკის მოდის კვირეული 5 სექტემბერს გაიხსნა 13 რიცხვში დაიხურება

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button